შექმნილია სიცოცხლისთვის - შთაგონებულია ბუნებისგან
ნუშის გადამუშავების სრულყოფილება
ჩვენი საწარმოო ზონა მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ კოდაში და მოიცავს 20,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ თანამედროვე ნუშის გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას.
კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2019 წლიდან იწყება, როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე გაშენდა ალმონდე საქართველოს პირველი ნუშის ბაღები.
გაზრდილი სანედლეულო ბაზის საპასუხოდ, 2024 წელს კომპანიამ ააშენა ნუშის პირველადი გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 2000 ტონას შეადგენს.
2026 წლიდან ალმონდე საქართველომ გააფართოვა საქმიანობა და დაიწყო ნუშის მეორადი გადამამუშავებელი საწარმოს ოპერირება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი და წარმოების მასშტაბები.
კომპანიის სანედლეულო ბაზის ძირითად წყაროს წარმოადგენს „ალმონდე საქართველოს“ საკუთრებაში არსებული 180 ჰექტარი ნუშის ბაღი, სადაც გაშენებულია უმაღლესი ხარისხის ესპანური ჯიშის ნუშის ნერგები.
წარმოების ყველა ეტაპზე კომპანია მკაცრად იცავს საერთაშორისო სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოებას, სისუფთავესა და კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.


მაღალი ხარისხის ნუშის გადამუშავების მოწინავე ტექნოლოგია

შეუდარებელი ხარისხი და სიჯანსაღე თითოეულ გულში

საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი

ექსპორტისთვის მზა სანდო და ეფექტური შეფუთვის გადაწყვეტილებები

წარმოება
კომპანიის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობას, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით ნუშის პირველადი და მეორადი გადამუშავებისთვის.
პირველი საწარმო განკუთვნილია ნუშის პირველადი გადამუშავებისთვის - ნაჭუჭიანი ნუშის გატეხვა, ნუში გულის წარმოება, დახარისხება და შეფუთვა. საწარმო შენობა აღჭურვილია თანამედროვე სატეხი დანადგარებით და AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სორტერით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს. საწარმოს წლიური წარმადობა შეადგენს 2000 ტონა ნუშის გატეხვასა და სორტირებას.
მეორე საწარმო წარმოადგენს ნუშის ბლანშირებისა და დამატებითი გადამუშავების ხაზს, აღჭურვილს ესპანური კომპანია Maseto-ს თანამედროვე დანადგარებით. აქ მიმდინარეობს ბლანშირებული ნუშის, ფანტელის, ნუშის ფქვილისა და გრანულის წარმოება. საწარმო ასევე მოიცავს სამაცივრე შემნახველ სექციას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხო შენახვას სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით.
